LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დასის კრებაზე დაგვიანების გამო სამსახურიდან გამიშვეს”

562

მსახიობი ანა ჩოგოვაძე  “გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრის“ დასის წევრი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ სამსახურიდან დასის კრებაზე დაგვიანების გამო გაუშვეს.

“თეატრში რომელშიც 7 წელი მუშაობდი… კი არ მუშაობდი ცხოვრობდი და ვთვლი, რომ ბევრი რამ მაქვს გაკეთებული… გიშვებენ იმის გამო რომ დასის კრებაზე არ გამოცხადდი, ხვდებით ალბათ რასთან გვაქვს საქმე… ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, ვინ რას ამბობდით და ვინ როგორ ცდილობდით გაგეკეთებინათ ის (და გააკეთებინეთ კიდეც) რაც გააკეთეთ. მადლობა ყველაფრისთვის ჩემს პედაგოგს და რეჟისორს,” – წერს ანა ჩოგოვაძე, რომელიც ჯგუფ “ფრანის” სოლისტის, გაგა ჩიხლაძის ცოლია. 

 

https://www.facebook.com/ana.chogovadze.3/posts/1742028305830145?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g