გურამიშვილი N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე რეკომენდირებული არ არის. ასეთია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დაკვნა.
კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა, რაც, გაზის გაჟონვის შედეგად იყო გამოწვეული. ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს.
აფეთქებული კორპუსი – როდის შეძლებენ დაზარალებულები ბინებში შესვლას
როგორც მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორი, ლაშა ხაზარაძე აცხადებს, კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები.
,,დაზიანება ამ ადგილზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ლაშა სამხარაძემ.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე.
თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვის სახლშიც აფეთქება მოხდა, ძალიან მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.