მუსიკოს დათო ევგენიძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ლიკა ევგენიძე ავრცელებს.
„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია! ყველაფერი მაგრად იქნება.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის”, – წერს ლიკა ევგენიძე.
ოპერაციის შესახებ ასევე წერს, მომღერალ გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე.
„კარგად არის ყველაფერი…
დამთავრდა 12 საათიანი ოპერაცია და ხვალამდე ეძინებათ ბიჭებს.
მადლობა ყველას.
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აქ იყავით ჩვენთან ერთად”, – წერს ლეკა მიქაძე.
შეგახსენებთ, მუსიკოსი დათო ევგენიძე ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში გაემგზავრა.
როგორც ევგენიძე სოციალურ ქსელში წერდა, დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
ვიდეო: “ნინო მინდვრებში დაძინებულს მპოულობდა…ბევრჯერ გადამარჩინა” – დათო ევგენიძე პირად ცხოვრებაზე