LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ევგენიძე: „ჩვენი რომანი შედგა, ამ ქალმა ის მიატოვა და ჩემთან წამოვიდა… იმ ადამიანს შევხვდი და ვეცადე, თავმოყვარეობა შელახული კაცისთვის ოდნავ ფრთები ამეწია…“

560
dato-evgenidze (1)

დათო ევგენიძე ერთ-ერთ რომანს იხსენებს ქმრიან ქალთან:

„ასეთი შემთხვევა მქონდა ერთ ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი: გავიცანი მისი ცოლი და არც ის ვიცოდი, მათ იმ მომენტში რა ურთიერთობა ჰქონდათ. უბრალოდ, ჩვენი რომანი შედგა, ამ ქალმა ის მიატოვა და ჩემთან წამოვიდა. მე და ის ერთად ვცხოვრობდით, მერე თავისი შვილიც წამოიყვანა. თანაცხოვრების დროს გავიგე, რომ მათ სკოლიდან ჰყვარებიათ ერთმანეთი. გული დამწყდა, რომ მე ვიყავი მიზეზი, ვის გამოც ოჯახი დაინგრა. როდესაც იმ ადამიანს შევხვდი, ვეცადე, ისედაც თავმოყვარეობა შელახული კაცისთვის ოდნავ ფრთები ამეწია. ვუთხარი, მგონია, რომ თქვენს ჯინაზე გააკეთა. იმიტომ, ტომ მისი ყოფილი ცოლი მიყვებოდა, როგორ აეჭვიანებდა, სვამდა, არ აქცევდა ყურადღებას. ესე იგი, სხვა კი არ შეუყვარდა იმ ქალს, არამედ მის გასაბრაზებლად გააკეთა ყველაფერი. კაცს თავმოყვარეობა არ შელახვია, ეტყობა, ისიც კეთილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, წელს გავიგე, რომ გარდაიცვალა და ძალიან დამწყდა გული…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g