LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასტურდება თუ არა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება – გალში შეხვედრა დასრულდა

91

4-წლიანი პაუზის შემდეგ, გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები, თითქმის, 4 საათს მიმდინარეობდა და შემდეგი შეხვედრა ექვსი ივლისისთვის დაიგეგმა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოვიდნენ.

გალში შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, მათგან მიიღეს ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. სამხედრო პროკურატურა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოითხოვეს, რათა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდეს.

mazda magti 5g