LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასუფთავების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი და დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, სხვა შემთხვევა არ არის – თავდაცვის სამინისტროს განმარტება

91
90601871-3208220535877333-3665325416823914496-o

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  უწყებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა, სხვა შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა. სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ დადგენილია ინფიცირებულებთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამხედრო მოსამსახურეების კორონავირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით, სამინისტროს დეზინფორმაციას უწოდებს.

„ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება დეზინფორმაცია, შესაბამისად საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მიეწოდება. ინფორმაციის გავრცელება ხდება კოორდინირებულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა შემთხვევას.

რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. საუბარია, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეზე. ამის შემდეგ, თავდაცვის უწყებაში, სხვა ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ორივე შემთხვევაში ინფიცირების სავარაუდო წყარო უცხოურ კლასტერს უკავშირდებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დადგინდა მათთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრებათ” – წერია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით,  უწყება პერსონალურ ინფორმაციას არ გაავრცელებს და სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გასცემს. აქვე განმარტებულია, რომ აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას.

პოპულალურები