LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა “თბილსერვისის” ოფისთან აქცია გამართეს

59
1

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, “თბილსერვისის” ოფისთან მორიგი აქცია გამართეს.

კომპანიასთან შეკრებილმა თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მთავარ მოთხოვნებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე გაახმოვანეს.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელფასის ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე გამარტულ ტექნიკასა და შესაბამის ფორმებს ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მოთხოვნების შესასრულებლად ადმინისტრაციას ვადას 21 აგვისტომდე აძლევენ.

ჟურნალისტებთან ისაუბრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიხეილ ქართველიშვილმა და თქვა, რომ ყოველდღე აქვთ კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან. რიგ საკითხებზე ტანხმდებიან, რიგ საკითხებზე კი მსჯელობენ:

“ჯერ ის ვადა არ დასრულებულა, რა ვადაშიც პასუხი უნდა გაგვცეს ადმინისტრაციამ და მერიამ, თუ რა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ველოდებით, ყოველდღე გვაქვს კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან. რიგ საკითხებზე ვჯერდებით, რიგ საკითხებზე კი მიმდინარეობს მსჯელობა”, – თქვა მან.

 

 

ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g