ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა. გადარჩენილი მოზარდები შადრევნიდან „ეკოსერვის ჯგუფის“ მებაღემ ამოიყვანა, რომელიც ვაკის პარკში დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებდა.
როგორც „ფორტუნას“ „ეკოსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, მებაღე თავს კარგად გრძნობს.
„ჩვენი თანამშრომელი დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებდა. როდესაც ამ ფაქტს შეესწრო, გაუჭირდა, მაგრამ შევიდა შადრევანში და ამოიყვანა 2 ბავშვი. ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარა… ამჟამად, თავად კარგად არის. ეკოსერვის ჯგუფის ერთ-ერთი მებაღეა“, – აცხადებს „ეკოსერვის ჯგუფის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა