LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასვენება თბილისთან ახლოს: “მოთხოვნა აგარაკებზე გაზრდილია, ფასები კი 1000 ლარიდან იწყება”

ზაფხულში დასვენება ყველაზე აქტუალური თემაა – ზღვაზე არანაკლებ პოპულარულია სამთო კურორტები და საქმიანი ადამიანებისთვის კი, თბილისთან ახლოს, აგარაკზე დასვენება.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა ფასად შეიძლება თბილისის შემოგარენში ბინის ქირაობა და რა პირობები ხვდებათ იქ დამსვენებლებს.

ოქროყანა, ტაბახმელა, წავკისი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, მუხაწყარო… ეს ადგილები უკვე თბილისის ტერიტორიად ითვლება და სიახლოვის გამო, აქ დასვენება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

 

აგარაკები და სახლები

იმ შემთხვევაში, თუ აგარაკს ან ოთახებს სეზონურად დაიქირავებთ, მეპატრონეები ფასდაკლებებს აკეთებენ.

როგორც „ფორტუნასთან“ კომპანია myclient.ge–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, გვანცა გუჯელაშვილმა, განაცხადა, თბილისთან ახლოს სახლებზე მოთხოვნა, სეზონის შესაბამისად, გაზრდილია.

მისი თქმით, აგარაკების ან აგარაკებში ოთახების ქირაობა, ნორმალური პირობებით, 900 ლარიდანაა შესაძლებელი, ხოლო უფრო  კომფორტული სახლების დაქირავება 1500 – 2000 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

ეს ფასები თითქმის იდენტურია  ყველა პოპულარულ დასასვენებელ ადგილას.

„კოჯორში, ტაბახმელაში, წყნეთში… თითქმის ყველგან ამ დონეზეა ფასები არის, დაახლოებით, 200-ლარიანი განსხვავება. ეს ფასი მეტნაკლებად შეიძლება, მოალაპარაკებების საფუძველზე შეიცვალოს“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ გვანცა გუჯელაშვილმა.

უძრავი ქონების ონლაინ სააგენტოში ასევე იძებნება ფეშენებელური აგარაკები, რომელთა ფასი 30 000 ლარიდან იწყება.

სასტუმროები

ამ ადგლებში ფეშენებელური სასტუმროების ნაკლებობაა, თუმცა არის გამონაკლისებიც.

კომფორტულ 4–5-ვარსკვლავიან სასტუმროში, თბილისთან ახლოს, ერთი პერსონა, დაახლოებით, 100–დან 300 ლარამდე ჯდება (ნომრების მიხედვით).

ასეთია, მაგალითად, “კოპალა” წყენთში.

რაც შეეხება საოჯახი სასტუმროებს, ასეთები თბილისის შემოგარენში მრავლადაა და შესაბამისად, ფასებიც მრავალფეროვანია. ერთი პერსონის განთავსება საოჯახო სასტუმროში 35 ლარიდან იწყება და 60 ლარამდე ადის.

მოკლედ, თუ თბილისთან ახლოს დასვენებას გადაწყვეტთ, ამისთვის უამრავი ონლაინ სააგენტო არსებობს, რომლის მეშვეობითაც სახლსაც დაათვალიერებთ და მეპატრონესთან მოალაპარაკებებსაც გამართავთ.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g