ბელგიის ქალაქ ლიეჟში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ბელგიაში მცხოვრები ქართველები წერენ, რომ დათა ახალაია და გია უდესიანი სამართალდამცველებმა დააკავეს.
“დათა ახალაია და კიდევ რამდენიმე ქართველი დაიჭირა წუხელ ლიეჟის უშიშროებამ. დიდი ამბავი იყო. სტაიანკაზე შევიდნენ და გამოიყვანეს ბორკილებით,” – წერს თოკა ლაშხი.
“გუშინ ღამე პოლიცია ორი ბუსიკით შევარდა პრიმარკის პარკინგზე. დათა ახალაია და უდესიანი აიყვანეს. ჩვენ აქეთ ვიდექით და მერე ბიჭებმა მითხრეს შავი სპეცრაზმიც ყჰავდათ გარეთ რესტორანთანო და კიდევ ორი ქართველი დაიჭირესო. მთელი ღამე ვირბინეთ, არავინ არაფერს არ იძახის. აქ ლიეჟში არ გააჩერებდნენ მაგათ და ბრიუსელში წაიყვანდნენ. ვინც ხართ ბრიუსელში იქნებ გაარკვიოთ რამე. ჩვენ აქ ვარკვევთ,” – წერს ბექა გოგოსაშვილი.
ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და მხარდამჭერმა სარფის საზღვარი გვიან ღამით გადაკვეთეს. ისინი აცხადებენ, რომ ემიგრანტებთან შეხვედრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც საუბარი იქნება სამომავლო გეგმაზე და აჭარის ალტერნატიულ მთავრობაზეც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მომხდარზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს, თუმცა დაკავებას უარყოფენ უცხოეთში მცხოვრები სხვა ქართველები და ამბობენ, რომ სოციალური ქსელით დეზნფორმაცია გავრცელდა.
“ვაი თქვენს პატრონს მართლა! დათა ახალაია დააკავეს კი არა, ფრიად საინტერესო წიგნს კითხულობს ამ წუთას ბუნების წიაღში,” – წერს ლევან თორია.