LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათა თავაძის სპექტაკლს დრეზდენის თეატრში დიდხანს უკრავდნენ ტაშს (ვიდეო)

kultura

10 თებერვალს, ქართველმა რეჟისორმა, დათა თავაძემ, გერმანიაში, კერძოდ, დრეზდენის თეატრში სპექტაკლი წარადგინა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. რეჟისორის მამა, მსახიობი ნიკა თავაძე ავრცელებს ვიდეოს იმის ნიშნად, თუ როგორი დიდი წარმატებით ჩაიარა პრემიერამ, რომლის დასრულების შემდეგაც ფეხზე წამომდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს.

დათა თავაძემ დრეზდენის თეატრში შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ დადგა.

როგორც თავად მოგვიანებით დაწერა:

„უეჭველია, ამ ფოტოზე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უბედნიერეს დღეს ხედავთ. მთელი გულით ვუხდი მადლობას ყველას ამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის. დიდი მადლობა დღევანდელ აუდიტორიას და ძვირფას ადამიანებს, ჩემს ახლობლებს, რომლებმაც დიდი გზა გამოიარეს სხვადასხვა ადგილიდან, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. დიდი მადლობა დრეზდენის თეატრს, ყველას, ვინც სცენაზე და კულისებშია. როგორი შესანიშნავი კოლაბორაცია შედგა. დიდი მადლობა ჩემს ძვირფას ფრიდრიხ შილერს, უკვდავობისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g