LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათანხმდება თუ არა ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს, ცნობილი ხვალ გახდება

56
ნიკა მელია სასამართლო დარბაზში 2

დათანხმდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და ლიდერი, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ მისი გირაოს გადახდის წინადადებას, ცნობილი ხვალ გახდება. ამის შესახებ განცხადება ენმ-ს წევრმა, გიორგი ხვედელიანმა გააკეთა. მისი თქმით, მელიას გადაწყვეტილება რუსთავის ციხეში თავის ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ტექნიკურად რა იქნება, ამას გავიგებთ ხვალ, ადვოკატების მეშვეობით, მაგრამ პრინციპულად და პოლიტიკურად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ოპოზიციური ერთობისთვის სწორი და საჭირო იქნება. ის განიხილავს ყველა ვერსიას, რაც მის ირგვლივ არის. ნიკა აფასებს ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და გაკეთებულ შეთავაზებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა.

შეგახენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალად  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ენმ-ს ლიდერი, პარტიის ცენტრალურ ოფისში, სპეცრაზმის შესვლის შემდეგ, 23 თებერვალს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g