LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათი ძლიერი ბიჭია და შემართებით არის, უფლის წყალობით, ყველა ოპერაცია წარმატებით ჩაივლის“ – დათი ქოქრაშვილს დღეს აშშ-ში პირველი ოპერაცია ჩაუტარდება

500
დათი ქოქრაშვილი

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, დღეს აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდება.

„მეგობრებო და მსოფლიოში ქართველო ემიგრანტებო!.. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას“ – დათი ქოქრაშვილის ოჯახის ახლობელი საზოგადოებას მიმართავს

როგორც „ფორტუნას“ დათი ქოქრაშვილის ოჯახის ახლობელმა, თეა ცხადაძემ უთხრა, დათი მხნედ არის და შემართებით ელოდება ოპერაციის დაწყებას:

„ოპერაციის პირველი ეტაპი დღეს დაინიშნა, გთხოვთ, ყველამ მოვიხსენიოთ ჩვენს ლოცვებში ყრმა დავითი. დათი ძლიერი ბიჭია და, რა თქმა უნდა, დიდი შემართებით არის. უფლის წყალობით, ყველა ოპერაცია წარმატებით ჩაივლის“, – უთხრა „ფორტუნას“ თეა ცხადაძემ.

„გთხოვთ ყველამ მოვიხსენიოთ დღეს ჩვენს ლოცვებში ყრმა დავითი“, – წერს ასევე სოციალურ ქსელში თეა ცხადაძე და არქივიდან, დათისთან ერთად, ისრაელში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

გთხოვთ ყველამ მოვიხსენიოთ დღეს ჩვენს ლოცვებში ყრმა დავითი. 🙏🤍 M.D. Irakli Kokrashvili

Posted by Tea Kupata Cxadadze on პარასკევი, 09 აგვისტო, 2024

ვიდეო: „დათუნა, ჩემო ძმაო, გენაცვალე გულში! გავიგე, რომ ოპერაციას იკეთებ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“ – ლაშა ბექაური დათი ქოქრაშვილს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები