ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას შარტავაზე მძიმედ დაშავებული ბიჭუნას, დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი შვილის მდგომარეობაზე საუბრობს:
„ვგრძნობ, რომ ესმის ჩემი ნათქვამი რაღაცები, თვალს ოდნავ ახელს თითქოს, მაგრამ ვატყობ, რომ ბავშვი ჯერ ისევ შოკშია და არ არის აქ, თქვენც ნახეთ, როგორ ცუდ მდგომარეობაშია, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვართ ღმერთის იმედზე და იმის იმედად, რომ ამ წმინდა მიწაზე ვართ და ღმერთი არ გაგვწირავს. იმედს გვაძლევს ისიც, რომ ამდენი ხალხი ლოცულობს, აქაც საერთოდ უცხო ხალხი გვიდგას გვერდით და ეს ძალიან გვაძლიერებს…“
„დათიკო ახლა შეჰყავთ საოპერაციოდ, ვილოცოთ, რომ ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს…“
დათის მორიგი ოპერაცია გაუკეთეს – შარტავას ქუჩაზე დაშავებულ ბავშვს ისრაელში მეოთხე ოპერაცია ჩაუტარდა