LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათის მორიგი ოპერაცია გაუკეთეს – შარტავას ქუჩაზე დაშავებულ ბავშვს ისრაელში მეოთხე ოპერაცია ჩაუტარდა

766
შარტავა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს, ისრაელში  უკვე მეოთხე ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მოზარდი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

„დათის მორიგი ოპერაცია გაუკეთეს  ახლა თავს კარგად გრძნობს“ , –  ამბობს ოჯახის ახლობელი „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

შარტავაზე დაშავებული დათის მამა: „არ შეიძლება, არ გავძლიერდეთ და ეს ყველაფერი ვერ გადავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დათიც გაიმარჯვებს…“

“თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი” – შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის დედა შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g