LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი” – შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის დედა შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

21863
BeFunky-collage (6)

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს, რომელიც ისრაელში სამკურნალოდ გადაიყვანეს,  11 აპრილს, ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, დღეს ექიმების მიერ უნდა შეფასდეს დათის მდგომარეობა.

მანამდე 8 წლის მოზარდის დედა შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში.

“თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი

თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა ხოლმე, მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით ვკატაობდით, ნუ ვცდილობდით მაინც

მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდე მინდა მასე დე, გთხოვ…”, – წერს დათის დედა.

 

 

8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

“ვიდეოჯარიმასთან ერთად ქულებიც უნდა ჩამოეჭრათ” – რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები, რომ შარტავას ქუჩაზე მომხდარი მძიმე ავარია მუდმივ სტატისტიკად არ იქცეს

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g