LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

5205
Untitled design (6)

გუშინ, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

შარტავას ქუჩაზე ავარიისას არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

“სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ”, – წერია სტატუსში.

 

 

შეგახსენებთ, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი 8 წლის ბავშვს გუშინ დაეჯახა.

მოზარდს 8 საათის განმავლობაში 5 ოპერაცია ჩაუტარდა.

მძღოლი გუშინ დააკავეს, დღეს კი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

magti 5g