ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში ისრაელში მდებარე კლინიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ძმები დათი და სანდრო ქოქრაშვილები არიან გადაღებულები. მათთან ერთად ფოტოზე არის ასევე მათი ბებიაც.
თეა ცხადაძე წერს:
„გუშინ დათიკოს ბებო და შუათანა ძმა სანდრო ქოქრაშვილი ესტუმრა საქართველოდან. ასე გაახარეს ჩვენი ბიჭი. მეგობრებო, ისევ უნდა გავერთიანდეთ, რომ მალე გავაცილოთ დათი სამშობლოში. გვაქვს კლინიკაში დიდი დავალიანება და ვისაც რა შეგვიძლია, უნდა დავუდგეთ გვერდით…“