LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათი ქოქრაშვილს მე-11 ოპერაცია სჭირდება: „ვეჭვობთ, რომ რეანიმაციიდან დავალიანების გამო გადაიყვანეს პალატაში, რაც ადრე იყო…“

531
დათი მთავარზე

შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული 8 წლის ბიჭუნას, დათი ქოქრაშვილის სამკურნალოდ ფული კვლავ გროვდება., ვინაიდან მას კლინიკაში დავალიანება აქვს.

ახლახან ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა, თეა ცხადაძემ მოუწოდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ:

„მეგობრებო, ერთი კვირის წინ პატარა დათი გადაიყვანეს რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში. ჯერ ძალიან ადრე იყო მისი გადაყვანა, რადგან ისევ ღია აქვს ჭრილობები, ამიტომ ვეჭვობთ, რომ ეს დავალიანების გამო მოხდა. ჭრილობა, რომელიც თითქმის მთელი თვე სუფთა იყო და უკვე ვაკუუმის დადებას აპირებდნენ, გადაყვანიდან 4 დღეში დაინფიცირდა თავიდან. გაჩნდა ნეკროზის ახალი კერა.  დათის კიდევ სჭირდება მე-11 ოპერაცია და ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, მისთვის თითოეული შეკელიც კი მნიშვნელოვანია. პარასკევამდე იქნებ მომაწოდოთ, ვინც რას შეძლებთ, უმორჩილესად გთხოვთ…“

მიმღები:

ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები