საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ტიტის ძალიან იშვიათი სახეობის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
„ულამაზესი ეიხლერის ტიტა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან. საქართველოში, ეიხლერის ტიტას, საგურამოში, ჭაჭუნასა და ვაშლოვანში შეხვდებით.
ეიხლერის ტიტა უიშვიათესი სახეობაა და წითელ ნუსხაშია შეტანილი. მისი ნახვისას დატკბით სილამაზით და ნუ მოწყვეტთ“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ფოტოს ავტორი – რატი გელაშვილი