დათო გომართელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ მას არ მოსწონს არც ვაკის აპრკსში სასტუმროს აშენების იდეა და არც „პანორამა თბილისი“, შესაბამისად, მათ საპროტესტო ტალღას უერთდება.
დათო გომართელი წერს:
„მე ვებრძვი ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას! მე ვებრძვი “პანორამა თბილისს”! მე ვებრძვი მიტოვებული და გაპარტახებული ქალაქის შუაგულში აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას! მე ვებრძვი კუს ტბის ტერიტორიაზე მშენებლობებს! მე ვებრძვი ასობით მიტოვებულ, მოუვლელ პარკს, ბაღს თუ სკვერს! მე ვებრძვი ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ვაკეში, მთაწმინდაზე… მასშტაბურ მშენებლობებს! მე ვებრძვი მამადავითის ქვეშ მრავალსართულიან კორპუსებს! მე ვებრძვი რუინებად ქცეულ გუდიაშვილის მოედანს! მე ვებრძვი აბანოთუბანში, მთის ფერდობის განაშენიანებას!.. მე ვებრძვი მოუვლელ, დაბინძურებულ, ნაგვით გადატენილ, ჟანგბადგამოცლილ, სახედაკარგულ თბილისს და მე ვებრძვი ორმაგ სტანდარტს! მე ვიბრძვი და ვიბრძოლებ მშენებლობებისგან ვაკის პარკის და ზოგადად, მთელი თბილისის გადასარჩენად!“