LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „ქართული ოცნება“ ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია – ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა და ეტყოდა, ამას მაინც ნუღარ იკადრებთ“

175
დათო გორგილაძე

„ქართული ოცნება“ ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია. წამლად რომ უნდოდეთ (და ფაქტია, სასიცოცხლოდ სჭირდებათ) აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავთ“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ჟურნალისტი, დავით გორგილაძე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი მოსაზრებით, მათი [მმართველი პარტიის] ქმდებების დრამატურგია სამოქალაქო საზოგადოების გულწრფელი შემოქმედების ძალიან დაბალხარისხიანი ასლებისგანაა შეკოწიწებული“:

„ქუჩაში ერთი ახალგაზრდა შემხვდა. ვერ მიცანითო? თქვენ რომ სტიპენდია დამინიშნეთ, უკვე სტუდენტი ვარო… ბევრმა მომწერა, ვიღაც ხალხი აგენტობას აბრალებსო, მე ჩვენი ქვეყნის აგენტი მგონია” – რას წერს გიორგი კეკელიძე

„ხარისხს ვინ ჩივის, კომიკური გახდა.

კომიკურსაც აიტანდა ადამიანი (ბოლო-ბოლო გაიცინებ მაინც და ეგეც ხეირია), მაგრამ ამ კომიკურობას ქვეყნის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება ხურდაში.

რჩევის მიმცემი იქით იყოს და ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა და ეტყოდა, ამას მაინც ნუღარ იკადრებთ კაცებო და ქალებო, უხერხულიაო.

ერთი ისაა, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და ბოღმის რადიაცია, რომელსაც ხელისუფლება ასხივებს განწირულია სიმართლის წინააღმდეგ. სიმართლის, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, თავისუფალი და გულწრფელი ადამიანების ამოძახილია – დაუგეგმავი და დაუძალებელი ამოძახილი. ქართული სიმღერის მსგავსი ამოძახილი.

დავით ზურაბიშვილი: „ხელისუფლება დამფრთხალი და მორალურად გაკოტრებულია, აგებს საინფორმაციო ომს და ცდილობს ძალადობით და საზოგადოების დაშინებით გაიმაგროს შერყეული პოზიცია“

ყველაზე ადეკვატური პასუხი ამგვარ ძალადობაზე კი არის უწყვეტი და მასშტაბური პროტესტი. ხელისუფლებამ თვალნათლივ უნდა დაინახოს, რომ დაშინებს მცდელობა არათუ არ მუშაობს, არამედ უფრო მძლავრი ტალღის სახით უბრუნდება უკან.“

ეს ხმა ისმის. ისმის მკაფიოდ.

ეს პროტესტი მრავალხმიანია. ისევე, როგორც საქართველო.“ – წერს დავით გორგილაძე.

ქართული ოცნება ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია. წამლად რომ უნდოდეთ (და ფაქტია, სასიცოცხლოდ სჭირდებათ) აზრიანი რჩევის…

Posted by Dato Gorgiladze on Wednesday 8 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g