LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო კვირცხალია: „არ მინდა, გრიშა კაკაჩიათი დავამთავრო კარიერა…“

398
გრიშა კაკაჩია

ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში მსახიობი დავით კვირცხალია, რომელიც მაყურებელს ძალიან უყვარს სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ – გრიშა კაკაჩიას როლით, ამბობს, რომ არ სურს, მაყურებელმა მხოლოდ ამ როლით დაიმახსოვროს:

„დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ სერიალში და უფრო მოვინდომებდი, რატომ იცი? მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიხარული მომანიჭა და კმაყოფილი ვარ ქეთი დევდარიანის, გიორგი ლიფონავასი, ვინც მომცა საშუალება, ერთად შეგვექმნა გრიშა კაკაჩიას როლი, მინდა, კარგად გამიგოთ – მე ვარ ქართული თეატრის მსახიობი, დრამატული კვალიფიკაციით და არ მინდა, მარტო გრიშა კაკაჩიათი დავამთავრო კარიერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები