ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის დისშვილი, ლილე ბექაია გაბედნიერდა. სასიამოვნო სიახლის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას თავად დათო ლიკლიკაძე უზიარებს.
წყვილი უამრავ მილოცვას იღებს სოციალურ ქსელში.
„ჩემი დისშვილი, ჩემი ლილე გამითხოვდა. დიდი ხნის წინ დაიწყო ამ წყვილის სიყვარული. სრულწლოვნები როცა გახდნენ კიდეც გადაწყვიტეს ქორწინება.
მე არ ვიმყოფები საქართველოში და ბიძა ვერ დაესწრო ჩვენი ოჯახის პირველი სიხარულის ჯვრისწერას, რასაც ძალიან განვიცდი.
რანაირად გაირბინა ასე 18-მა წელმა.
მინდა სულ ბედნიერი მყავდეს.
ლილე, შენ უყვარხარ „ბიძის“ და მუდამ ლოცულობს შენზე.
ჩვენი სიძე უმაგრესი და უწესიერესი ახალგაზრდაა.
იბედნიეროს ამ ახალმა და სიყვარულით შეუღლებულმა ოჯახმა!“, – წერს დათო ლიკლიკაძე.
ჩემი დისშვილი, ჩემი ლილე გამითხოვდა. დიდი ხნის წინ დაიწყო ამ წყვილის სიყვარული. სრულწლოვნები როცა გახდნენ კიდეც…
Posted by Dato Liklikadze on კვირა, 06 ოქტომბერი, 2024