LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო პეტრიაშვილი გარდაიცვალა

149

ძალიან სამწუხარო ცნობა გავრცელდა: უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა როგორც ქართულ ფეხბურთში, ისე – უცხოურში. პეტრიაშვილი უეფას და ფიფას მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თბილისის “დინამოს” ყოფილი მმართველი დირექტორი გახლდათ.

გარდა ამისა, პეტრიაშვილი სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალაქ ბლუმფონტეინში გამართული ყველა მატჩის დირექტორი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g