ჟურნალმა „სარკემ“ ცნობილ ქართველ იუმორისტთან დათო როსტომაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ამჟამად ის აშშ-ში იმყოფება ცოლთან ერთად.
კითხვაზე, რა შეიცვალა მასში წლების მატებასთან ერთად, იუმორისტი ემოციურად პასუხობს:
„მამაკაცისთვის ყველა წელი მნიშვნელოვანია. ყველა წელს ისე უნდა მოეფერო, თითქოს ბოლოა. უფალი ერთხელ გვაძლევს ცხოვრების შანსს და ისე უნდა ვიცხოვროთ, როცა აქედან წავალთ, ჩვენი სახელი დარჩეს. სიყვარულისა და კაცობის მეტს ამ ქვეყნიდან ვერაფერს წავიღებთ. ისე უნდა იცხოვრო, მომავალ თაობას შენს განვლილ გზაზე ფეხი არ უნდა გადაუბრუნდეს…“