LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ – სტუდენტების ახალი ინიციატივა

203

17 ივნისს 19:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მანსპინძლობს GIPA-ს ლექტორებსა და სტუდენტებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

„დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ ღონისძიების მიზანია გააერთიანოს უნივერსიტეტის გულშემატკივრები საერთო საქმისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სტუდენტებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნას.

პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ღონისძების მონაწილეებმა  ჯიპას სივრცეს უნდა შემატონ ერთი ისეთი ნივთი, რომელიც მათ უნივერსიტეტთან აკავშირებთ.

აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძებით საფუძველი ჩაეყრება ტრადიციას, რომლის მიხედვითაც GIPA-ს კურსდამთავრებულები ყოველწლიურად შემატებენ რაიმე საჭირო ინვენტარს ან ნივთს უნივერსიტეტის კედლებს და ამით დატოვებენ საკუთარ კვალს GIPA-ში.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჯიპას ახალი კუთხე, პირველ სართულზე არსებულ სივრცეში, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ ფოტო-კუთხეში, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და გაატარონ სასიამოვნო დრო.

ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტის ლექტორები, ყოფილი და აქტიური სტუდენტები და ჯიპას ის კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს წარმატებული სტარტაპერები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები