საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არჩილ გეგეშიძესთან დაკავშირებულ კითვას არ პასუხობს. მიხეილ ჯანელიძე არც იმას ამბობს, დატოვებს თუ არა თანამდებობას აშშ-ში საქართველოს ელჩი.
„ამ კითხვასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, მაშინ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება როგორც კი მიიღება, თქვენ აუცილებლად გეცნობებათ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ. ამასთან, აშშ-ში საქართველოს ელჩის თქმით, „რომ არა „გეორგიევსკის ტრაქტატი, სპარსელებივით მუგუზალივით შავი წარბები და თმები გვექნებოდა“.
მის განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა ”არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადებად“ შეაფასა, საგარეო უწყებამ კი გეგეშიძე განმარტებისთვის აშშ-დან თბილისში გამოიძახა.