LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა ლაზარიშვილს ბექა გოჩიაშვილის ამერიკელი კოლეგა მიმართავს (ვიდეო) – „მოდი, დავუკრათ ერთად…“

119

მას შემდეგ, რაც პატარა მომღერალმა, დათუნა ლაზარიშვილმა „იქს ფაქტორი“ დატოვა, მას კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მისი ნიჭის დამფასებლებს შორისაა ცნობილი ჯაზპიანისტი, ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც ამის შესახებ მომღერლის დედას, მაიკო კაჭკაჭიშვილს მისწერა. ბექას თქმით, ის, რომ დათუნამ პროექტი დატოვა, პირადად მას შეეხო და გადაწყვიტა, რომ თავის ამერიკელ კოლეგებთან ერთად დათუნასთან ითანამშრომლოს.

ახლახან კი მაიკომ სოციალურ ქსელში ბექა გოჩიაშვილის მიერ გამოგზავნილი ვიდეო გააზიარა. დათუნას ბექას ერთ-ერთი ამერიკელი კოლეგა მიმართავს – „დათუნა, შენ ძალიან მაგარო ბიჭო, მოდი, დავუკრათ ერთად!..“

როგორც ჩანს, ეს თანამშრომლობა, რომელიც მელომანებს ძალიან გაახარებთ, ძალიან მალე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები