LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე: ”ჩემი შემდეგი ავტომობილი ჯიპი იქნება”

446

თანამედროვე და ღირებულებებით სავსე კომპაქტური ავტომობილი, რომელიც ახალი შესაძლებლობებისაკენ გიბიძგებთ. ასე ახასიათებენ მისი შემქმნელები Jeep Compass-ს.

ამ ავტომობილის მაღალი კლასის ინტერიერი ელეგანტური და თანამედროვე აქცენტებით არის გაწყობილი.

უახლესი Compass-ი განსაკუთრებული შესაძლებლობების ნაზავს გთავაზობთ. კომფორტული და ქალაქისთვის მოხდენილი ავტომობილის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 10,1 ლიტრია. კომპასის 2,4 ლიტრიანი ძრავი ამ მაჩვენებლით, საწვავის სრული ავზით, 640 კილომეტრამდე მანძილის გავლის საშუალებას გაძლევთ.

არ აქვს მნიშვნელობა როგორ ამინდში მგზავრობთ და როგორი რელიეფია – თუკი Compass-ის შემქმნელებს დავუჯერებთ, ეს ავტომობილი, თავისი 4×4-ზე ამძრაობით, ნებისმიერ სიტუაციას უპრობლემოდ გაართმევს თავს.

text6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი კომპასის სიმძლარე 172 ცხენის ძალაა. მისი მართვისას სრული კომპლექტაციით სარგებლობთ – თქვენს განკარგულებაშია ტყავის სალონი, უკანა ხედვის კამერა და უამრავი სხვა ფუნქცია, რომლებიც მძღოლისა და მგზავრების კომფორტისთვის არის საჭირო.

რაც შეეხება ამ ავტომობილის უსაფრთხოებას, Compass-ი უსაფრთხოების ექვსი ბალიშით გიცავთ. წინა სავარძლების დამატებითი გვერდითა უსაფრთხოების ბალიშებით და ულტრა მაღალი ხარისხის ფოლადით თქვენ უსაფრთხოდ ხართ გვერდითა შეჯახების დროსაც.

იხილეთ სრულად (ფოტო გალერეა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g