LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე: „ძალიან მფლანგველი ვარ… მეუღლე უფრო გონივრული მხარჯველია. ხშირად მეუბნება, – რატომ დათუნა, რატომ?“

190
დათუნა მგელაძე

ჟურნალ „გზასთან“ დათუნა მგელაძე საკუთარი ზოდიაქოს შესახებ საუბრობს. ის ვეფხის წელიწადში დაბადებული კირჩხიბია. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– ძალიან მფლანგველი ვარ. კირჩხიბებს შემგროვებლებს უწოდებენ, მაგრამ ამ საკითხში აცდენა მაქვს. მეუღლე უფრო გონივრული მხარჯველია. ხშირად მეუბნება, – რატომ დათუნა, რატომ? რა ვქნა, სხვაგვარად არ შემიძლია, ეს სიამოვნებას მანიჭებს და გამოსწორების ერთადერთი გზა არის ბევრი შრომა.

– “ყველა კირჩხიბს უსაფუძვლო შიშები ახასიათებს”.

– პერიოდულად შეიძლება მქონდეს მსგავსი განცდა. მაგალითად, კორონავირუსი რომ შემოვიდა საქართველოში, ყველა დაცემინებისას ვფიქრობდი, რომ კორონა მქონდა.

– შინაგანი მდგომარეობა, ემოცია, განცდა, სახეზე გაწერია თუ ამ დროს თამაშს ახერხებ?

– ვინც ძალიან ჩემიანია, ვინც ძალიან მიყვარს, იმ ადამიანებს ვერასდროს ვერაფერს ვატყუებ. საერთოდ, ძალიან ცუდი მატყუარა ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g