LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუბანელი ხელით მოხვეული ხინკალი და ვირთხები სამზარეულოებში – რას გვაჭმევენ რესტორნებში

388

დაუბანელი ხელით მოხვეული ხინკალი და ანტისანიტარია სამზარეულოებში – თბილისის რესტორნების დიდ ნაწილში ჰიგიენური ნორმები ირღვევა. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რისკ ფაქტორის“ ინფორმაციით, რესტორნების სასადილო დარბაზებისგან სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა ამავე რესტორნების სამზარეულოებში, სადაც ჟურნალისტებმა შესვლა ფარული კამერით მოახერხეს.

რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სახინკლის სამზარეულო სარდაფში მდებარეობს, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს დაბინძურებული კედლები და სამუშაო ზედაპირები. პერსონალი სპეციალური ტანსაცმლისა და თავსაბურავის გარეშე მუშაობს. მზარეული ხელს ჭუჭყიან ტილოზე იმშრალებს და შემდეგ ხინკლის მომზადებას განაგრძობს. მაგიდაზე, სადაც ხინკალი მზადდება, გამოყენებული ჭურჭელი და ჭუჭყიანი ტილო დევს.

გლდანში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის სამზარეულოში კი „რისკ ფაქტორმა“ მრავალჯერადად მოხმარებული, შავი ფერის ზეთიც დააფიქსირა. უკიდურესად დაბინძურებულია გაზქურები, დაობებულია კედლები.

ერთ-ერთ ცნობილ დაწესებულებაში კი ხორცს მაცივარში არ ინახავენ, სამზარეულოში ვირთხები დარბიან.

გადაცემის წამყვანი აღნიშნავს, რომ რესტორნები წინასწარ არ შეურჩევიათ და ყველა მათგანი თბილისში ძალიან პოპულარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g