ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ 26 ივნისს, საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ მატჩს ეხმიანება და ეროვნული ნაკრების, ასევე „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს დაუჯერებელს უწოდებს.
„დაუჯერებელი თამაში და ისტორიული გამარჯვება! ვულოცავთ გიორგის და საქართველოს! ეს დამსახურებული გამარჯვებაა!“ – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
THE MAN!! 🦇🇬🇪🔝👏🏼 Unbelievable performance and what a historic win! Congrats Giorgi and Georgia! So well-deserved!
Posted by Valencia C.F on ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2024
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან 26 ივნისს გამართა და 2:0 გაიმარჯვა – ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტი პენალტით ნაკრებს მეორე ქულა მოუტანა.