LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დაუჯერებელია, მეტყველების უნარი დავკარგე” – ვარსკვლავები ,,გრემის” ნომინაციებს ეხმაურებიან (ფოტო)

grammys-preview-illustration-2018

ამ დღეებში, ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ 61-ე ,,გრემის” ნომინანტები დაასახელა. უნდა აღინიშნოს, რომ პრესტიჟული პრემია, რომლის მოსაპოვებლად 30 მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები წლიდან წლამდე ახალ ნამუშევრებს ქმნიან, მათთვის უდავოდ მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია.

ამის დასტურია ისიც, რომ ჯილდოს ნომინანტობას ვარსკვლავები და მათი კოლეგა მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით გამოეხმაურნენ.

ნაილ ჰორანმა შონ მენდესს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი მასთან მეგობრობას გაუსვა, თავად 19 წლის მუსიკოსმა კი სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა.

,,დაუჯერებელია, მეტყველების უნარი დავკარგე. მიყვარხართ”, – დაწერა კანადელმა არტისტმა, რომელიც დაჯილდოების ორგზის ნომინანტია სიმღერით In My Blood და ეპონიმური ალბომით Shawn Mendes. საინტერესოა, რომ 20 წლის შემსრულებელს მეგობრული პოსტი კამილა კაბეიომაც მიუძღვნა, რომელსაც ასევე ორი ნომინაცია მიანიჭეს.

დემი ლოვატომ კრისტინა აგილერას მადლობა გადაუხადა ერთობლივი ჩანაწერისთვის Fall in Line და ,,დატვიტა”, რომ ნომინაციის მიღების შემდეგ, იმედით გაიღვიძა.

დუა ლიპამ და ბიბი რექსამ ცრემლები ვერ შეიკავეს.

ლედი გაგამპინკმა ისევე, როგორც ტრევის სკოტმა აკადემიას მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ ,,გრემის’’ გამარჯვებულები 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გამოვლინდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები