LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუნის სინდრომის მქონე ბიჭს, რომელსაც კოვიდით დედ-მამა დაეღუპა, ფულს უგროვებენ

266
BeFunky-collage (21)

სოციალური საწარმო “ბაბალე” განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს თხოვნით დაეხმარონ 25 წლის ივანე მაღლაკელიძეს, რომელსაც მშობლები კორონავირუსით დაეღუპა.

ივიკოს დაუნის სინდრომი აქვს და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“ იყო დასაქმებული, თუმცა მუშაობას ამ ეტაპზე ვერ ახერხებს, რადგანაც ჯერ კიდევ გადის პოსტკოვიდურ მკურნალობას:

„ივიკოს ძალიან მძიმე კოვიდ ისტორია აქვს, ის და მისი მშობლები დაინფიცირდნენ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ივიკომ იბრძოლა და დაუძვრა ვერაგ ვირუსს, რაც სამწუხაროდ, მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს.

ივიკოს ჯერ მამა, ხოლო შემდეგ დედა გარდაეცვალა. ის ახლა თავის დასთან ერთად ცხოვრობს და ჯერ კიდევ გადის პოსტკოვიდურ მკურნალობას. ივიკოს და მათი ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე სამსახურში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებსა და გულშემატკივრებს მოგმართავთ თხოვნით, თუ მხარდაჭერის სურვილი გექნებათ შეგიძლიათ

გადმორიცხოთ თანხა გიგოს ფონდში, დანიშნულება #ივიკოსთვის

ანგარიშის ნომერი: GE71BG0000000103082111GEL
პერსონალური დახმარებისა და მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ჩვენს

საკონტაქტო ნომერზე: 555 105 405

თუ უბრალოდ ივიკოსთან მეგობრობა და მისი გამხნევება გსურთ, გვესტუმრეთ ბაბალეში,“ – ნათქვამია საწარმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურმა საწარმომ გადაწყვიტა ყოველგვარი წესების დაცვით ივიკო სამსახურში აღადგინოს, მას ემსახურება „ბაბალეს” მიერ დაქირავებული ავტომობილი, რომლის საშუალებით სახლიდან სამსახურში მოდის და შემდგომ უკან ბრუნდება. კვირაში 3 დღის განმავლობაში: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 12:00-დან 16:00 საათამდე ივიკო ბაბალეში მუშაობს.

„გიგოს ფონდის შემოწირულობების დახმარებით კი მის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და პოსტკოვიდური პერიოდისთვის საჭირო მედიკამენტებით ვამარაგებთ.

გარდა ამისა, ფონდი უზრუნველყოფს მას მედიკამენტებით, ფარავს კონსულტაციების და სადიაგნოსტიკო კვლევების ხარჯებს, ქირაობს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჟანგბადის აპარატს, რომელიც ივიკოს ღამით ჯერ კიდევ სჭირდება“, — აცხადებს „ბაბალე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g