LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუსაბუთებელი ბრალდებებით შორს ვერ წავა ვერც ერთი პოლიტიკოსი: სარჯველაზე გახარიას პასუხობს

157
BeFunky-collage (13)

დაუსაბუთებელი ბრალდებებით შორს ვერ წავა ვერც ერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა – იქ, სადაც კონკრეტული მოლაპარაკების საჭიროება იარსებებს, ეს ხილულად და მარტივად მოხდება, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

სარჯველაძის თქმით, საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება არ არსებობს და აუცილებელი არ არის ასეთი მოწოდებებით გამოსვლა საზოგადოების წინაშე ქულების დასაწერად.

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

ამასთან, პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მის პარტიას „ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ „რაღაც სარგებელს“ ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: „რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g