LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს „საოკუპაციო მოსაკრებელი“ – „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის

42
skynews-russia-finland_5910184

“ნაციონალური მოძრაობა” რუსეთის მოქალაქეებისთვის “საოკუპაციო მოსაკრებლის” დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა და პარლამენტარ კოლეგებს მოუწოდა, ამ საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ გაერთიანდნენ.

“ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე”, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი.

“იმავდროულად, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი უნდა აღმოჩნდეს – თუ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, მათ შეუძლიათ არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის, რომლებიც ათასობით არიან საქართველოში – ეს თანხები მათი საჭიროებისათვის იქნება გადარიცხული”, – თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ “საოკუპაციო მოსაკრებლის” გადახდის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ საქართველოში კანონის მიღებამდე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებსაც. დეპუტატის განცხადებითვე, რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა საქართველოში მყოფ დევნილებს უნდა მოხმარდეთ.

ინიციატივა ეხება  “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებებს. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, “საოკუპაციო შენატანი” განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით სრულწლოვანი პირებისთვის, ხოლო განახევრებული ოდენობა არასრულწლოვანთათვის.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთს ათასობით ადამიანი ტოვებს.

ლარსზე საპროტესტო აქცია გაიმართება: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი მკაფიო პოზიცია“

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 ათას 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 ათასზე მეტმა კი საქართველო დატოვა.

პაატა ზაქარეიშვილი: არ ვარ მომხრე საზღვრის ჩაკეტვის, ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ…უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, რომ შემოდიან სახელმწიფოში, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, არ უნდა ელოდონ კეთილგანწყობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g