LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ლარსზე საპროტესტო აქცია გაიმართება: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი მკაფიო პოზიცია“

129
BeFunky-collage

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია ჩაინიშნა. აქცია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ორგანიზებით გაიმართება.

„ხვალ 28 სექტემბერს ვიკრიბებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია!

ირაკლი კობახიძე: საზღვრის ჩაკეტვა რუსეთში მყოფი ქართველების ინტერესებს დააზიანებს 

რუსეთის მოქალაქეების შემოდინების, მოსალოდნელი მიგრანტთა კრიზისისა და “ოცნების” ხელისუფლების რუსეთის უშიშროებასთან თანამშრომლობის ფონზე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი მკაფიო პოზიცია“,- წერს ელენე ხოშტარია.

მოქალაქეები 10:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც ლარსისკენ გაემართებიან.

“რუსეთში “მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

ФСБ: ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი დადგება, რათა რეზერვისტებმა საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.
შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ.

ვიკრიბებით, ხვალ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება აქცია!”, – წერენ ორგანიზატორები.

„ზემო ლარსთან“ სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა – ჩრდილოეთ ოსეთის შსს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g