LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზემო ლარსთან“ სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა – ჩრდილოეთ ოსეთის შსს

50
Untitled design

უახლოეს მომავალში, საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უწყება საქართველოსკენ გაზრდილი ნაკადის გამო საზღვარზე ვითარებას „უკიდურესად დაძაბულს“ უწოდებს.

„სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის განლაგების გეგმების შესახებ საგუშაგოზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიუხედავად მიღებული ზომებისა, მათ შორის, საგზაო პოლიციისა და უშიშროების ძალების სადღეღამისო მორიგეობის გაზრდისა, ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, რაც მოითხოვს დამატებითი ზომების მიღებას უსაფრთხოების ორგანიზების კუთხით.

უკანონო ქცევისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის რისკების შესამცირებლად, შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოქალაქეებს საზღვრის ფეხით გადაკვეთის ნება დართოთ და შემდგომი ღონისძიებები დაიგეგმა.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ადგილზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება.

შეხვედრის შედეგები რესპუბლიკის მეთაურს ეცნობა“, – წერია ინფორმაციაში.

გიორგი ვაშაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის „დაუყოვნებლივ ჩაკეტვას“ ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g