LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ФСБ: ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი დადგება, რათა რეზერვისტებმა საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ

142
Capture123

რუსული მედია, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ФСБ-ს განმარტებით, ზემო ლარსზე სამხედროები გააკონტროლებენ, რომ რეზერვში გამოძახებულმა პირებმა საზღვრის გადაკვეთა უნებართვოდ არ სცადონ.

„ჯავშანტრანსპორტიორი იმ ადგილისკენ მოძრაობს, მაგრამ არა საგუშაგოს გასამართად, უხეშად რომ ვთქვათ, ის დაზღვევაა იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით. არანაირი ახალი გამშვები პუნქტის გამართვა არ იგეგმება…

საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა“, – ციტირებს РБК ჩრდილო ოსეთის ФСБ-ის სასაზღვრო დეპარტამენტის კომენტარს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

ფოტოები: აფხაზური ამბები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g