„ჩვენი თანამოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და მათაც აქვთ ინტერესი, რომ შემოვიდნენ საქართველოში, აქედან გამომდინარე აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა არ იქნება სწორი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრის არ ჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.
„ეს დააზიანებს ქართველების ინტერესებს პირველ რიგში, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამის მიღმაც არის უამრავი საკითხი, რომელიც უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. მთავარი არის ის, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება პრობლემა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.