LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე საზღვარზეა მომდგარი.. სად ხართ ?! რას აკეთებთ?! რატომ ხართ ჩუმად?! – ვაშაძე ღარიბაშვილს და კობახიძეს მიმართავს

80
BeFunky-collage (6)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საზღვრის ჩაკეტვისკენ, რათა მისივე სიტყვებით, „საქართველოს უტანკო ანექსია არ მოხდეს“.

ვაშაძე: დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, იყოს მხოლოდ 3 გამონაკლისი

„ჩვენი დათვლებით, რუსეთის დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე საქართველოს საზღვარზეა მომდგარი“,- აღნიშნა ვაშაძემ და პრემიერ- მინისტრს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მოუწოდა თქვან, რას გეგმავენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მე მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს, სად ხართ ?! რას აკეთებთ?! რატომ ხართ ჩუმად?! ერთი ჯერ კიდევ პრემიერი ხართ და მეორე ჯერ კიდევ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე, რატომ არ გამოდიხართ და არაფერს არ ამბობთ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ?! ბოლო განცხადება, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა ეს იყო არგუმენტების შექმნა და მტკიცებულების გადაცემა ვლადიმერ პუტინისთვის, იმიტომ რომ მან სამხედრო აგრესიაც განახორციელოს საქართველოში. ვერაფერს ის ვერ გაბედავს! ამისი მას არც თავი აქვს, არც ერთი ადგილი აქვს. საქართველოში იქნება მშვიდობა!

ამის გარანტი სხვათა შორის არიან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არა პრორუსული ,,ქართული ოცნება” , მაგრამ დღეს მე მივმართავ ორივე ირაკლის: რას აპირებთ ?! გვითხარით კონკრეტული პასუხი და თუ თქვენ არაფერს არ აპირებთ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მე არ ვაპირებ ჩემი სამშობლო დავუთმო რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ფაქტობრივად უტანკო ანექსიის პროცესს ახორციელებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვეკითხები, რამდენიმე კვირაში, როდესაც ნახევარი მილიონ რუსეთის მოქალაქეს აღმოვაჩენთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენი ადგილი სად იქნება ?!

ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, ეს რუსეთის შიდა საკითხია – თავდაცვის მინისტრი ზემო ლარსის” პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენაზე

როდემდე უნდა ვუყუროთ პროცესს, რომელიც არის ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული და ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ?! ახლა არის მოქმედების დრო და კიდევ ერთხელ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით, მივმართავ ორ ირაკლის მაინტერესებს კონკრეტულად, რას აპირებთ?! თუ იქნება თქვენი მხრიდან ისევ რუსეთისთვის სასარგებლო განცხადებები, მერე ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს”, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g