სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, „აგარის შაქრის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ დავა, რომელიც მიმდინარეობს, დასაქმებულებსა და კერძო კომპანიას შორისაა.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ აგარის ქარხნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კერძო დავა, ძალიან რთულია ჩვენი ჩართულობა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის მისი მნიშვნელობა და ვითარების სიმძიმე. ჩვენ განვიხილავთ, სად შეიძლება ჩაერთოს სახალხო დამცველი და რა შეიძლება იყოს მისი როლი იმ პროცესში, როდესაც დავა რეალურად კერძო სუბიექტებს შრომის მიმდინარეობს,“ – თქვა ნინო ლომჯარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს „აგარის შაქრის“ თანამშრომლები შეიკრიბებიან, სადაც 15:00 საათზე საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას“ გაიმართება. „აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები დაბაში საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ. ისინი, ორდღიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, თბილისის შემოსასვლელთან გაჩერდნენ.