LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და კინკლაობა: ელისაშვილი მზად არის საჯაროდ შეხვდეს “ოცნებას” და კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე იმსჯელოს

96
FORTUNA.GE- (4)

“პარტიის სახელით მივმართავ “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე.” – პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და კინკლაობა დაასრულა და ელის საჯარო და ოფიციალურ პასუხს “ქართული ოცნებისგან” – არიან თუ არა მზად, შეასრულონ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები.

ელისაშვილი ამბობს, რომ პარტია მისი მხარდამჭერების წინაშეა ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზეა დამოკიდებუილი, თუ სად, რომელ პოლიტიკურ სივრცეში იქნებიან:

“ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის “მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებული სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად.” – წერს ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები