LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავაყენებთ საკითხს, რომ მედია იყოს შეხვედრაზე, სასურველია პირდაპირ ეთერში ადევნოს საზოგადოებამ თვალი” – გოლეთიანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

77
9E5557A6-6EE9-44F7-8E2B-A8233A221B65

ნამახვენჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, გუბერნატორსა და დეპუტატებს შეხვდებიან.

„მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ვართ 24/7-ზე რეჟიმში, არავისთან საუბრის და შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს. სასურველი იყო, როცა ასეთი ტიპის შეხვედრა იგეგმება დროულად გაგვაგებინონ, 5 წუთით ადრე შემთხვევით ვებ -გვერდიდან არ უნდა გავიგოთ. რადგან საპატრიარქოდან გაკეთდა მხარეების მისამართით მოწოდება, რომ კიდევ ერთხელ შედგეს დიალოგი, ეს მნიშვნელოვანია, მივესალმებით საპატრიარქოს ამ განცხადებას. ვაპირებთ ქუთაისში დავიძრათ, მუნიციპალიტეტის შენობასთან და შევხვდეთ მათ.

ჩვენ იმ შემთხვევაში არ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუ ჩვენი სატელეოფნო საშუალებით ვიდეო გადაღების უფლება მინიმუმ არ მოგვეცემა. რათა დაზღვეული ვიყოთ შემდგომი სპეკულაციებისგან. სასურველია პირდაპირში ადევნოს საზოგადოებამ თვალი“, – აცხადებას გოლეთიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g