LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავბერდი და მომწყინდა“ – 36 წლის ადელი გრძელვადიან მუსიკალურ პაუზას იღებს

228
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი არტისტი, ადელი გრძელვადიანი მუსიკალური პაუზის აღებას გეგმავს. ის „შვებულებაში“, სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გავა. ამის შესახებ 36 წლის არტისტმა გამოცემასთან ZDF განაცხადა.

„36 წლის ვარ, დავ­ბერ­დი და მომ­წყინ­და, უკვე ყვე­ლა­ფე­რი მა­ღი­ზი­ა­ნებს. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ანო­ნი­მუ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბა. ჩემი ავზი ახლა სრუ­ლი­ად ცა­რი­ე­ლია. ახა­ლი მუ­სი­კის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ნა­ი­რი გეგ­მე­ბი არ მაქვს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, გრძელ­ვა­დი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა მინ­და. იცით, სახ­ლში სიმ­ღე­რაც კი შევ­წყვი­ტე“, – აცხადებს არტისტი.  

შეგახსენებთ, ადე­ლის ბოლო ალ­ბო­მი 2021 წელს გა­მო­ვი­და. არტისტის კონცერტების ახალი სერია 2 აგ­ვის­ტო­დან და­ი­წყე­ბა,

8 წლის შემდეგ, ადელი ევროპაში იმღერებს – არტისტმა სპეციალურად მისთვის აშენებული არენადან ფოტოები გამოაქვეყნა

მომაჯადოებელი ადელი „ვალენტინოს“, „კაროლინა ჰერერასა“ და „სკიაპარელის“ ულამაზეს კაბებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები