ადელი ევროპაში პერფორმანსისთვის ემზადება. 2016 წლის შემდეგ, მას ევროპის მასშტაბით არ უმღერია. 8 წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი კონცერტებს გერმანიაში გამართავს.
ინგლისელი არტისტი ათი სპეციალური შოუთი მიუნხენში, ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ მისთვის მოწყობილ არენაზე, 80 000-იანი აუდიტორიის წინაშე წარდგება. ახლახან, მუსიკოსი ადგილზე თავად ჩავიდა და სამზადისის პროცესში ჩაერთო.
36 წლის შემსრულებლის სანახაობები, 2-დან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ადელი 2022 წლის ნოემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას, კონცერტებს ლას-ვეგასში მართავს. ,,უქმეები ადელთან ერთად”, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.