ქართველი ექიმი, დავით ანდღულაძე რამდენიმე დღის წინ, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. მანამდე ის საქართველოში მკურნალობდა. დავითს ავარიის შედეგად ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული.
ქართველი ექიმის და სოფიო ანდღულაძე, რომელიც გერმანიაში დავითთან ერთად იმყოფება სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გერმანელი ექიმების მიერ შეფასდა, როგორც ძალიან მძიმე, თუმცა კლინიკაში ამბობენ, რომ რეაბილიტაციის შედეგად დავითი შეძლებს ეტლით გადაადგილებას.
„ორშაბათიდან დაიწყება ინტენსიური რეაბილიტაციისთვის მომზადება და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ყველა საჭირო გამოკვლევები. 10 დღეში განისაზღვრება მკურნალობის ზუსტი კურსი. დათო იმედიანადაა და მისთვის ჩვეულ საბრძოლო განწყობაზეა“,-წერს სოფიო ანდღულაძე.
იმისთვის, რომ დავითმა რეაბილიტაციის სრული კურსი გაიაროს, საჭიროებს საზოგადოების დახმარებას. ამ დრომდე ჩარიცხულია თანხის მხოლოდ ნაწილი. თუ თანხა არ დაიფარება (65 000 €) დავითი მკურნალობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.
„კლინიკაში ამ ეტაპზე 155,000 ევროდან 60,000 ევროა გადარიცხული. 15,000 ევრომდე ჯანდაცვა და მერია ჩარიცხავს. გაყიდული ბინის იპოთეკის სესხის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხაც დაემატება და მომდევნო 2 თვეში საჭირო იქნება 65,000 ევრომდე თანხის მობილიზება. ეს თანხა შეგვიძლია დავფაროთ ეტაპობრივად.
პირველი ეტაპი თქვენთან ერთად შევძელით!
მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს გულით გააკეთა და ამ ძალიან რთულ სიტუაციაში დათოს გვერდით იდგა და დგას“,-წერს ქართველი ექიმის და ფეისბუქში.
ცნობისთვის, 22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში “კომენდანტის საათი” გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.
ველოსიპედს ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, დავით ანდღულაძე მართავდა.
ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო – მას გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება.
გთხოვთ დავეხმაროთ ექიმს, რომელმაც თავად ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
მიმღები:
Pikria Khurtsilava
IB:DE49100700240291039600
BIC: DEUTDEDBBER
#დათოექიმისთვის