LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს, რომ არ უნდათ საქართველოს გარუსება!“ – ლიკა საჯაია საქველმოქმედო კონცერტის შესახებ წერს

195
ლიკა საჯაია

დღეს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის“ გაიმართება, სადაც ქართველი მუსიკოსები საქართველოს ევროპული მომავლისთვის იმღერებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს, რომლითაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც არ უნდათ საქართველოს გარუსება.

დღეს თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

„გააზიარეთ მეგობრებო, ემიგრანტებო ❤️ დავეხმაროთ იმ ადამიანებს ვინც მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს რომ არ უნდათ საქართველოს გარუსება!

საქველმოქმედო კონცერტის მიზანია შევაგროვოთ ჯარიმების თანხა დაჯარიმებულებისთვის ❤️

ანგარიშები ↓

For GEL: #GE41TB7249036080100001

For USD/EUR: #GE85TB7249036180100001

For GEL: GE90BG0000000595714311 (საქ)

Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI

Description: Donation

Paypal: [email protected]“, – წერს ლიკა საჯაია.

magti 5g