“მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა,”-ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რა თქვა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
„თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ მე გამასაღოთ მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. მე რაც ვიგულისხმე არის, რომ ერთი-ერთზე არის ყველაფერი. არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგი არის თუ რაღაც. ერთი-ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი -ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი. ლაპარაკი, სიყვარული ალბათ არ იცით. არ მითქვამს, არც ჩხუბი, არც გარჩევა, ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე.
ვიდეო: „მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, უფრო დიდი ვაჟკაცობა აღიარებაა“ – პრეზიდენტი
